03:12 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-01 21:47:22, 919 ნახვა

სამართალი
პირველი პრეცედენტი - გზის გადაკეტვისთვის რეჟიმის პოლიცია ზურაბ მენთეშაშვილს სისხლის სამართლით გაასამართლებს

ივანიშვილის რეჟიმის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა გზის განმეორებით გადაქკეტვისთვის. რეჟიმის ძალოვანი უწყების ცნობით, დაკავებულ იქნა მოქალაქე ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც იმხილება საპროტესტო აქციის დროს გზის განმეორებით გადაკეტვაში.

რეჟიმის შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ 2025 წლის 31 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ  დაკავებულ იქნა მოქალაქე ზურაბ მენთეშაშვილი, რომელიც იმხილება საპროტესტო აქციის დროს გზის განმეორებით გადაკეტვაში.

აღნიშნული პირი, 2025 წლის 24 ოქტომბერს ანალოგიური ქმედებისთვის დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით და სახდელის სახით შვიდდღიანი პატიმრობა შეეფარდა.

შესაბამისად, ქმედების განმეორებით ჩადენის გამო, მის მიმართ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics