17:31 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-15 10:35:56, 588 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილის პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს პარტიების აკრძალვის კანონს

ერთპარტიული პარლამენტი ივანიშვილის უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით საკომიტეტო განხილვებს დღეიდან იწყებს.

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, კონსტიტუციის დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ - ისინი ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მათ ნებისმიერი პარტიის წევრობა აეკრძალებათ და ასეთი პირების მიერ ახალი პარტიის შექმნა დაუშვებელი იქნება. ასევე, ვერ დაიკავებენ უმაღლეს თანამდებობას და ვერ გახდებიან კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელები.

გარდა ამისა, მოქმედმა პარტიებმა პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორებული პირები მათ რიგებში არ უნდა გააწევრიანონ და პარტიულ სიებში არ უნდა წარადგინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი რეგისტრაციის გაუქმების საკითხიც დადგება.

პარალელურად, შესაბამის საკითხზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებებით, დემოკრატია გაჯანსაღდება.

„უმნიშვნელოვანესია ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შედის კანონმდებლობაში და რომლის შესაბამისად იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი საზოგადოების სიმშვიდე, ჩვენი საზოგადოების, დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღება და მოცილება იმ კრიმინალით მოსილი ადამიანებისა, რომლებმაც არაერთგზის დაამტკიცეს საკუთარი რადიკალიზმი და კრიმინალური ბუნება“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics