11:34 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-29 16:44:34, 995 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო „ევროპისთვის დაკარგულია“

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის მონაწილეებს ვიდეოკავშირით მიმართვისას, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო „ევროპისთვის დაკარგულია“.

ზელენსკიმ, კერძოდ, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული ძალების გამარჯვებაზე გააკეთა კომენტარი:

„დღეს ჩვენ ვულოცავთ მოლდოვას. ევროპის იდეამ გაიმარჯვა არჩევნებში - ნორმალური და სტაბილური ეროვნული განვითარების იდეამ. რუსეთის დივერსიული გავლენა აღარ გავრცელდება ევროპაში. დღეს დილით მე ვესაუბრე მაია სანდუს და მივულოცე მას რუსეთის მიერ მოლდოვას დესტაბილიზაციის წარუმატებლობა, მიუხედავად ქვეყნის ძირის გამოთხრისა და ვინმეს მოსყიდვის მცდელობების უზარმაზარი რესურსებისა“.

მან განაგრძო და თქვა, რომ მოლდოვაში არსებული სიტუაცია განსხვავდება საქართველოში არსებულისგან:

„დღეს საქართველო დიდწილად დაკარგულია ევროპისთვის. შესაძლოა, ერთ დღეს ის დაუბრუნდეს (ევროპულ გზას). მაგრამ იმისათვის, რომ ეს მოხდეს, ევროპამ არ უნდა დახუჭოს თვალი იმაზე, რაც იქ და ბელორუსში ხდება“. რუსეთის ყოველი წარმატება ჩვენს რეგიონში ყოველთვის დანაკარგია ევროპისთვის. ამიტომ, ჩვენ არ შეგვიძლია დავკარგოთ არც ერთი დღე ან ერთი ქვეყანა“.

ადრე, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროპამ დაკარგა საქართველო, რომელიც ახლა რუსეთზეა დამოკიდებული. მის სიტყვებს მკვეთრად აკრიტიკებდნენ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, წევრები და მხარდამჭერები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics