2025-09-24 18:39:21, 931 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ოპოზიციამ თვითონ დაიმხო საკუთარი თავი და მათი მხრიდან დამხობაზე საუბარი არის აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელი
ოპოზიციამ თვითონ დაიმხო საკუთარი თავი და მათი მხრიდან დამხობაზე საუბარი არის აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.
კობახიძის თქმით, სიტყვა „დამხობას" რაც შეეხება, ოპოზიცია თვითონ არის დამხობილი.
„ხელი არ წაუცდეთ, რაიმე არ დაუშავონ და არ მოსწიონ საკუთარ თავს. ეს არის ერთადერთი რჩევა, რაც ამ ხალხს შემიძლია მივცე. სიტყვა „დამხობას" რაც შეეხება, ოპოზიცია თვითონ არის დამხობილი. თქვენ ხედავთ, როგორია რეიტინგები, მათი მდგომარეობა, ერთმანეთს როგორ ჭამენ. თვითონ დაიმხეს საკუთარი თავი და მათი მხრიდან დამხობაზე საუბარი არის აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელი", - განაცხადა "ოცნების" პრემიერმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,