15:00 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-24 17:41:37, 911 ნახვა

პოლიტიკა
ვასო ურუშაძე - სინამდვილეში ეს არის კლანებს შორის დაპირისპირება და არანაირი კავშირი არ აქვს კორუფციასთან ბრძოლასთან

“სინამდვილეში ეს არის კლანებს შორის დაპირისპირება და არანაირი კავშირი არ აქვს კორუფციასთან ბრძოლასთან. მდინარაძის და კობახიძის კლანი დაპირისპირებულია მის წინამორბედთან - გომელაურთან, ღარიბაშვილთან, ლილუაშვილთან და მიმდინარეობს ძალაუფლებისთვის ბრძოლა.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ

“სინამდვილეში ეს არის კლანებს შორის დაპირისპირება და არანაირი კავშირი არ აქვს კორუფციასთან ბრძოლასთან. ჩვენ წლებია ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურის სამინისტროში ელიტურ კორუფციაზე. ათობით ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც საქართველოში განხორციელდა სხვადასხვა მინისტრობის მმართველობის დროს იყო დაკავშირებული კორუფციულ ინტერესებთან, ეს იყო სამტრედია-გრიგოლეთის გზა, ხულო-ზარზმის გზა და სხვა უამრავი მნიშვნელოვანი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ადასტურებდა მაღალჩინოსნების, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების კავშირს. რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, ეს არ არის კორუფციასთან რეალური ბრძოლა, ეს არის მდინარაძის, კობახიძის კლანი, რომელიც დაპირისპირებულია მის წინამორბედთან - გომელაურთან, ღარიბაშვილთან, ლილუაშვილთან და მიმდინარეობს ამ ძალაუფლებისთვის ბრძოლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჩვენ მართლა გვსურს, რომ მართლა დავამარცხოთ კორუფცია ქვეყანაში, აუცილებელია დემოკრატიული გზით ხელისუფლების ცვლილება, სასამართლო  რეფორმა, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, დამოუკიდებელი პროკურატურის არსებობა ქვეყანაში, რომ მოქმედი თანამდებობის პირები, რომლებიც არიან დღეს კორუფციაში, მათ წინააღმდეგ მუშაობდეს სახელმწიფო სტრუქტურები და არა იმ ადამიანებზე, რომლებიც კლანურ დაპირისპირებაში არიან ივანიშვილის ვერტიკალთან, აღარ იკავებენ თანამდებობებს და ახლა მათ წინააღმდეგ მიმდინარეობს დევნა. ეს არის მოჩვენებითი ბრძოლა კორუფციასთან, მსგავსი რამ სხვადასხვა ავტორიტარულ ქვეყნებშიც გვინახავს, მაგალითად რუსეთში, როცა პუტინის მოწინააღმდეგეები არიან სხვადასხვა თანამდებობებზე, ისინი ვერ თანხმდებიან რიგ საკითხებზე, კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმით ახდენს ავტორიტარული რეჟიმის მეთაური პუტინი მათ განეიტრალებას და განადგურებას, ამიტომ დაახლოებით მსგავსი სცენარი მიმდინარეობს დღეს საქართველოში, რომ კორუფციული საფუძვლებით ხდება დევნა ყოფილი თანამდებობის პირების, რომლებიც სავარაუდოდ არიან ღრმა დაპირისპირებაში მოქმედ ვერტიკალთან ივანიშვილის.” - განაცხადა ვასო ურუშაძემ

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics