23:07 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-12 19:21:59, 1570 ნახვა

პოლიტიკა
სანიკიძე - 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი უნდა შეიკრიბოს არა ოცნების რუსული სპეცოპერაციის პუნქტებზე, არამედ გამოვიდეთ ქუჩაში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭომ ჩვენი ლიდერის, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის უკანონო, ყოვლად სამარცხვინო პოლიტიკური დაკავების ფონზე კიდევ უფრო აქტიური და მტკიცე პოზიცია გამოხატა, რათა 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი შეიკრიბოს არა „ოცნების“რუსული სპეცოპერაციის პუნქტებზე, არამედ გამოვიდეთ ქუჩაში და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ამ რეჟიმის მშვიდობიანი დასასრული ვნახოთ.“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან სანიკიძემ

 „დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო შევხვდით 4 ოქტომბრის მშვიდობიანი სახალხო რევოლუციის ინიციატორ - ბატონ პაატა ბურჭულაძეს და სამოქალაქო ორგანიზაცია -  რუსთაველის გამზირს. ბატონმა პაატა ბურჭულაძემ გაგვაცნო მათი მოძრაობის გეგმები 4 ოქტომბრის საერთო სახალხო კრებასთან დაკავშირებით. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო კიდევ ერთხელ მიესალმა რუსთაველის გამზირის ინიციატივას. პოლიტსაბჭომ ჩვენი ლიდერის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის უკანონო, ყოვლად სამარცხვინო პოლიტიკური დაკავების ფონზე კიდევ უფრო აქტიური და მტკიცე პოზიცია გამოხატა, რათა 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი, ჩვენი ქვეყნის ყველა პატრიოტი მოქალაქე შეიკრიბოს არა „ოცნების“ კრიმინალური, მოღალატეობრივი, რუსული სპეცოპერაციის პუნქტებზე, არამედ გამოვიდეთ ქუჩაში, ერთად დავგმოთ რუსული რეჟიმი და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ამ რეჟიმის მშვიდობიანი დასასრული ვნახოთ. თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, თავისუფლება ლევან ხაბეიშვილს, თავისუფლება რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარს, დიდება საქართველოს!“ - განაცხადა ლევან სანიკიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics