2025-09-08 16:01:14, 833 ნახვა
პოლიტიკა
სომხეთმა რუსეთს შეატყობინა, რომ საქართველოს მოქალაქე დააკავა რომელიც უკრაინაში იბრძოდა
სომხეთის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციას უკვე შეატყობინა, რომ დააკავა რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე გიორგი კინოიანი, - მას ექსტრადიციის რისკი ემუქრება.
ინფორმაცია, რომ სომხეთმა რუსეთს უკვე შეატყობინა კინოიანის დაკავების შესახებ, რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ნარეკ სარქისიანმა დაუდასტურა.
პრესპიკერის თანახმად, მას შემდეგ, რაც 3 სექტემბერს საზღვის კვეთისას პოლიციის თანამშრომლებმა კინოიანის იდენტიფიცირება მოახდინეს, ამის შესახებ აცნობეს გენერალურ პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს, ასევე, ძებნის ინიციატორ მხარეს (რუსეთის ფედერაციას).
ავტორი: ექსპრესნიუსი,