01:39 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-29 17:07:21, 1356 ნახვა

ეკონომიკა
ინფორმაციის და კომუნიკაციის, ვაჭრობის, გართობის და დასვენების სექტორები რომლებმაც წვლილი შეიტანეს 6.5%-იან ეკონომიკურ ზრდაში

საქსტატის ინფორმაციით, ივლისში 6.5%-იან ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ტრანსპორტის და დასაწყობების, ინფორმაცია და კომუნიკაციის, ხელოვნების, გართობა და დასვენების და ვაჭრობის სექტორებმა შეიტანეს.

რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებს, სადაც გასულ თვეში კლების ტენდენცია დაფიქსირდა, სტატისტიკის ეროვნული სამსახური დამმუშავებელი მრეწველობის და მშენებლობის დარგებს გამოყოფს.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ პაატა შავიშვილმა დარგობრივ ჭრილში ზრდის და კლების მიზეზები განმარტა.

„დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში კლების ტენდენციები ძირითადად დაკავშირებული იყო ლითონის ნაკეთობების შემცირებასთან. შემცირებულია ასევე ტანსაცმლის წარმოების მოცულობის მაჩვენებელიც.

მშენებლობის სექტორში კლება, ძირითადად, დაკავშირებული იყო სამოქალაქო მშენებლობის შემცირებასთან. კერძოდ, შემცირებულია ხიდების და გვირაბების, გზების და ავტობანების, ასევე გამანაწილებელი საინჟინრო ობიექტების მშენებლობა.

რაც შეეხება სექტორებს, სადაც ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა - ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორში ზრდა, ძირითადად, დაკავშირებულია დასაწყობების და დამხმარე სატრანსპორტო საქმიანობების, ასევე საჰაერო, სამგზავრო და სატვირთო ტრანსპორტის მომსახურების მოცულობის ზრდასთან;

ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორში ზრდას, ძირითადად, განაპირობებს კომპიუტერული დაპროგრამების, კონსულტირების და მათთან დაკავშირებული საქმიანობების მომსახურების მოცულობის ზრდა.

ვაჭრობის სექტორში ზრდა, ძირითადად, განაპირობა მსუბუქი ავტომობილებით საცალო ვაჭრობამ. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 1.2%-ით არის გაზრდილი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი. გარდა ამისა, გაზრდილია საკვები პროდუქტებით, სასმელებით, თამბაქოს ნაწარმით და ფარმაცევტული საქონლით საცალო ვაჭრობის მაჩვენებლები.

ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორებში ზრდა კი, ძირითადად, დაკავშირებული იყო სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიების ორგანიზებასთან და შესაბამისი საქმიანობით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის ზრდასთან“, - განმარტა პაატა შავიშვილმა.

ცნობისთვის: 7 თვეში საქართველოს ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა. უშუალოდ ივლისში კი - 6.5%-ით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics