2025-08-24 15:10:50, 1321 ნახვა
პოლიტიკა
გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველო“ მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმდნენ
შევთანხმდით მაჟორიტარ კანდიდატებზე, რომლებსაც უახლოეს დღეებში წარვადგენთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“-სა და „ლელო - ძლიერი საქართველოს“ შორის გამართულ შეხვედრაზე განუცხადა პარტია „გახარია საქართველოსთვის“-ს წევრმა, ტატა ხვედელიანმა.
როგორც ტატა ხვედელიანმა აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა ურთიერთთანამშრომლობის მეორე ეტაპის დასაწყისი იყო.
„ამ შეხვედრაზე განისაზღვრა ქალაქებში და კერძოდ, თბილისში მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების წარდგენის მიმართულება. დღეს სამუშაო შეხვედრა გვაქვს. შევთანხმდით მაჟორიტარ კანდიდატებზე, რომლებსაც უახლოეს დღეებში წარვადგენთ. ეს ურთიერთთანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია საბოლოო გამარჯვების მისაღწევად და ჩვენს ქალაქში არსებული ვითარების შესაცვლელად“, - აღნიშნა ტატა ხვედელიანმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,