21:28 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-23 10:16:05, 785 ნახვა

მსოფლიო
ალექსანდრ გრუშკო - რუსეთს სურს ურყევი გარანტიები, რომ უკრაინა ნატო-ში არ გაწევრიანდება

რუსეთისთვის ერთ-ერთი გარანტია იმისა, რომ უკრაინა ნატო-ში არ გაწევრიანდეს, შესაძლოა, ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება გახდეს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ვცდილობთ ურყევი საერთაშორისო-სამართლებრივი გარანტიების მიღებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა ნატო-ში არ გაწევრიანდება. სხვა საკითხებთან ერთად, ეს გულისხმობს ალიანსის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებას უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში მომავალ გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გრუშკომ.

შეგახსენებთ, ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ალიანსის წევრებმა მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics