02:37 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-18 10:14:50, 748 ნახვა

მსოფლიო
Reuters - შესაძლოა, კიტ კელოგი ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდეს

შესაძლოა, კიტ კელოგი ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ბელარუსში ვიზიტი და პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრა, შესაძლოა, უახლოეს დღეებში შედგეს.

წყაროების ცნობით, შესაძლო შეხვედრის დეტალები უცნობია, თუმცა კიტ კელოგმა პირად საუბარში აღნიშნა, რომ ვიზიტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო მოლაპარაკებებს ხელს შეუწყობს.

მხარეებს პოტენციური შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ.

გამოცემა წერს, რომ თუ შეხვედრა შედგება, ეს ბოლოს წლების განმავლობაში ბელარუსში ამერიკელი მაღალი რანგის ოფიციალური პირის პირველი ვიზიტი იქნება.

ცნობისთვის, 2020 წელს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, ბელარუსში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო იმყოფებოდა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ბელარუსში ამერიკელი ოფიციალური პირის ყველაზე მაღალი დონის ვიზიტს წარმოადგენდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics