17:29 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-20 18:03:04, 807 ნახვა

მსოფლიო
კირ სტარმერი - ღაზაში ისრაელის მიერ სამხედრო ესკალაციით შეშფოთებულები ვართ

ღაზაში ისრაელის მიერ სამხედრო ესკალაციით შეშფოთებულები ვართ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც მძევლების გათავისუფლების ერთადერთ გზას წარმოადგენს. ასევე, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს წინააღმდეგობას დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების მშენებლობის მიმართ და ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდის შესახებ“, - განაცხადა კირ სტარმერმა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და კანადის მთავრობებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც „ისრაელს განახლებული სამხედრო შეტევების შეწყვეტისკენ მოუწოდეს“.

„არ გავჩერდებით უმოქმედოდ, სანამ ნეთანიაჰუს მთავრობა ამ აღმაშფოთებელ ქმედებებს ახორციელებს. თუ ისრაელი არ შეწყვეტს განახლებულ სამხედრო შეტევას და არ მოხსნის ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეზღუდვებს, საპასუხოდ შემდგომ კონკრეტულ ქმედებებს განვახორციელებთ“, - აღნიშნულია სამი ქვეყნის მთავრობების ერთობლივ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics