06:16 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-24 20:22:30, 1103 ნახვა

სამართალი
მათე დევიძის საქმის მოწმე პოლიციელი - ჯოხი ხელზე მომხვდა, ცოტა შეწითლებული მქონდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში რეჟიმის პატიმრის, მათე დევიძის პროცესი გაიმართა. სხდომაზე საქმის მოწმე, დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელი, ლევან კოდელაშვილი გამოკითხეს. პოლიციელი ამბობს, რომ მას ხელზე მათე დევიძის მიერ მოქნეული ჯოხი მოხვდა, რის შედეგადაც, მისივე განცხადებით, ხელის მტევანი "ცოტა გაუწითლდა".

"დავინახე, რომ ახალგაზრდა, ხუჭუჭათმიანი ბიჭი ჯოხით ხელში მორბოდა, რომელიც რამდენჯერმე მოიქნია. ეს ჯოხი ერთხელ ხელის არეში მეც მომხვდა [...] მარცხენა ხელის მტევანზე მომხვდა - ცოტა შეწითლებული მქონდა. ისეთი დაზიანება არ მქონდა, რომ სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმემართა. ამხელა ჯოხს რომ ხელში ჩაგარტყამენ, ამ ტკივილს ყველა იგრძნობს". - თქვა პოლიციელმა.

პოლიციამ 2003 წელს დაბადებული მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, მელიქიშვილის გამზირზე დააკავა.

დევიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics