2025-02-14 20:39:48, 402 ნახვა
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1989 წელს დაბადებული გ.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინდორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 1940 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცავებმა, ბრალდებული გ.მ. ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით იდენტიფიცირებულია, რაც 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება გრძელდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,