19:13 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-24 12:02:15, 718 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ რუსეთის რამდენიმე რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური შეტევა განახორციელა

უკრაინის არმიამ რუსეთში რიაზანის, სარატოვის და ბრიანსკის რეგიონებზე უპილოტო აპარატებით მასშტაბური შეტევა განახორციელა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც „როსნეფტის“ შემადგენლობაში შედის.

რიაზანში თავდასხმა ასევე განხორციელდა თბოელექტროსადგურზე.

გავრცელებული ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავებმა ასევე სცადეს შეტევა ენგელსის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, სარატოვის ოლქში და კრემნის ქარხანაზე ბრიანსკში, რომელიც აწარმოებს ჩიპებს.

თავდასხმების შესახებ განცხადებას ავრცელებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის თანახმად, გუშინ ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის 13 რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების 121 უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, უკრაინის არმიის შეტევის სამიზნე იყო კურსკის, როსტოვის, მოსკოვის, ბელგოროდის, ვორონეჟის და ტულის ოლქებიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics