03:40 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-10 09:26:40, 1154 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ტრამპს ვუთხარი, რომ ვლადიმერ პუტინს მხოლოდ მისი ეშინია

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს პარიზში გამართული შეხვედრის დროს ვუთხრი, რომ რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს მხოლოდ მისი ეშინია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, დონალდ ტრამპთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან საუბარი პროდუქტიული იყო.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ერთად ვიმუშაოთ, როგორ დავასრულოთ ეს ომი - ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. პარიზში შეხვედრისას სწორედ ამაზე გავამახვილეთ ყურადღება და ეს იყო ძალიან პროდუქტიული საუბარი. ვიმეორებ ჩემს მადლიერებას პრეზიდენტ მაკრონის მიმართ მისი ორგანიზებისთვის, ისევე როგორც ჩემს ღრმა მადლიერებას პრეზიდენტ ტრამპისადმი მისი მტკიცე გადაწყვეტილების გამო, რომ ეს ომი სამართლიანად დასრულდეს. ეს სწორი მიდგომაა და მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი საფუძვლიანად იყოს შემუშავებული.

ჩვენ ვიცით, რომ ამერიკას აქვს შესაძლებლობა მიაღწიოს იმას, რისი მიღწევაც სხვებმა ვერ შეძლეს. ამ ომის დასასრულებლად ჩვენ გვჭირდება ერთიანობა - ამერიკის, ევროპისა და მსოფლიოში ყველას ერთიანობა - ვინც აფასებს უსაფრთხოებას, ისევე როგორც ძლიერი პოზიციები და მშვიდობის გარანტიები. მე ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს, რომ პუტინს მხოლოდ მისი ეშინია და, შესაძლოა, ჩინეთსაც. ეს არის სიმართლე - მხოლოდ სიმტკიცეს შეუძლია ამ ომის სამართლიანი დასასრული და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა“,- წერს ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics