00:27 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-14 09:59:44, 516 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენლებს მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით, ყველა დეპარტამენტიდან სპეციალურად შერჩეულმა სპიკერებმა მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე გადამზადების კურსი გაიარეს.

შსს-ს წარმომადგენლებს მედიასა და საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტმა და ტრენერმა გიორგი კალატოზიშვილმა ჩაუტარა.

„შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ინტენსიურად აშუქებს უწყებაში მიმდინარე პროცესებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს. აქედან გამომდინარე, მედიასთან ეფექტური ურთიერთობისთვის, სამინისტროს ყველა ქვედანაყოფიდან შეირჩნენ ის თანამშრომლები, რომლებმაც მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე გადამზადების კურსი გაიარეს. აღნიშნული სახის ტრენინგები გააუმჯობესებს სამინისტროსა და მედიის ურთიერთობას, ხელს შეუწყობს საზოგადოებამდე ინფორმაციის სწრაფად და სწორად მიტანას“, - აცხადებენ უწყებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics