08:50 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-26 09:39:23, 715 ნახვა

ომი უკრაინაში
პისტორიუსი - ევროპა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გააძლიერებს

ევროპა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გააძლიერებს,- ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ბრიტანელ, ფრანგ, იტალიელ და პოლონელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პისტორიუსმა აღნიშნა, ევროპის მიზანი უკრაინისთვის „ძლიერი პოზიციიდან მოქმედების შესაძლებლობის მიცემა უნდა იყოს“.

“ჩვენი მიზანი უკრაინისთვის ძლიერი პოზიციიდან მოქმედების შესაძლებლობის მიცემა უნდა იყოს. ევროპა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას გააძლიერებს“,- განაცხადა პისტორიუსმა.

პისტორიუსის განცხადებას მისი პოლონელი კოლეგა ვლადისლავ კოსინაკ-კამიშიც დაეთანხმა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის აუცილებლობას ხაზი გაუსვა.

“ევროპამ უფრო მეტად კოორდინირებული უნდა გახადოს თავისი ძალისხმევა. დღეს ჩვენ ვალდებულნი ვართ, ნათლად ვთქვათ, რომ ევროპამ უნდა გაზარდოს ძალისხმევა უკრაინის დასახმარებლად, რადგანაც საქმე საკუთარ უსაფრთხოებას ეხება“,- აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics