11:33 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-27 14:40:27, 1042 ნახვა

მსოფლიო
ავღანეთში ტერაქტის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაშავდა

ავღანეთში ტერაქტის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი, დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას “BBC” ავრცელებს.

თვითმკვლელმა-ტერორისტმა თავი პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს მდებარე პროვინცია კუნარში, პროვინციის გუბერნატორის სახლთან აიფეთქა. დაღუპულთა შორის ავღანელი სამხედროა პირი, ჰაჯი ჰან ჯანია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში „ტალიბანის“ წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაღუპულთა უმრავლესობა სამოქალაქო პირები და ბავშვები არიან.

პასუხისმგებლობა ტერაქტზე ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics