10:57 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-09 09:51:10, 576 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

კასპის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებმა ომის ვეტერანებთან ერთად პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ქალაქის ცენტრში შეკრებილებმა გვირგვინით შეამკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი. მამა ალექსანდრემ მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

“ომს, კასპის მუნიციპალიტეტიდან 4 მებრძოლი შეეწირა:  გელა თიგიშვილი, იოსებ ბეჟუაშვილი,  ალბერტ ბალხამიშვილი და კახა კოშაძე.

კასპის დაბომბვისას დაიღუპა რკინიგზის მეისრე მურაზ მერებაშვილი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, შოთა ბეგლარაშვილმა ყოფილ მებრძოლებთან ერთად, სოფელ ხოვლეში კახა კოშაძის, აღაიანში სოსო ბეჟუაშვილის, ბოჟამში ალბერტ ბალხამიშვილისა და სოფელ კოდისწყაროში გელა თიგიშვილის საფლავები გვირგვინებით შეამკეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics