13:35 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-07 13:05:11, 1174 ნახვა

რეგიონი
აჭარაში, „მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტები, სრულად დაუფინანსდებათ

„მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა დიაგნოზის მქონე პაციენტებს მკურნალობისთვის საჭირო ძვირადღირებული მედიკამენტები, სრულად თანაგადახდის გარეშე დაუფინანსდებათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს „მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან:

  • გაფანტული სკლეროზის
  • რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფორმის
  • იდიოპათიური მაანკილოზებელი სპონდილიტის
  • ფსორიაზისა და ფსორიაზული ართრიტის

დიაგნოზის მქონე პაციენტებს, მკურნალობისთვის საჭირო ძვირადღირებული მედიკამენტები, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, უფინანსდებათ სრულად, თანაგადახდის გარეშე.

პროგრამა ითვალისწინებს, აღნიშნული დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური რისკებისაგან დაცვას, რომელიც ვერ იფარება მოქმედი სახელმწიფო პროგრამებით.

  • აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გაფანტული სკლეროზის ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსება 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს პროგრამას რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა დაემატა, ხოლო 2022 წლიდან  ფსორიაზის, ფსორიაზული ართრიტის და იდიოპათიური მაანკილოზებელი სპონდილიტის.

იხილეთ პროგრამა ვრცლად: https://bitly.ws/U97y”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის საელჩომ საქართველოს დედაენის დღე მიულოცა
„ოცნების“ წარმომადგენელი: უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის განცხადება მისასალმებელია
საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა
აფხაზეთიდან საოკუპაციო ძალებმა დედა-შვილი საქართველოს დროშის ქვეშ ფოტოს გადაღების გამო გააძევეს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics