19:31 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 15:05:56, 1425 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო და ქალთა ოთახი წარმოგიდგენთ კონკურსს თემაზე ,,ნაბიჯი თანასწორობისაკენ“

ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო და ქალთა ოთახი წარმოგიდგენთ  კონკურსს თემაზე ,,ნაბიჯი თანასწორობისაკენ". აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, კონკურსის მიზანია, საზოგადების ცნობიერების ამაღლება, თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნის ხელშეწყობა, ადრეული ქორწინების, ოჯახში ძალადობისა და სხვა გენდერული დისკრიმინაციის რისკების პრევენცია.

"ასევე, ეს იქნება ერთგვარი უკუკავშირი იმ ღონისძიებებისა, რომელსაც ქალთა ოთახი და გენდერულ თანასწორობის საბჭო  პროგრამის ფარგლებში ამ კუთხით წლებია ახორციელებს.

კონკურსის პირობები:

  • ესეს ავტორი უნდა იყოს ქედის მუნიციპალიტეტის VIII-XII კლასის მოსწავლე.
  • ასევე, კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს თემასთან შესაბამისობაში ნახატი, ან ფოტომასალა.
  • ესე არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას ბეჭდური სახით. პლაგიატის შემთხვევაში (მაგალითად, ინტერნეტ სივრცეში არსებული ან აქამდე შექმნილი ესე, ნახატი ან  ფოტომასალა) ნაშრომი არ განიხილება.

საკონკურსო მასალის გაგზავნის წესები:

კონკურსანტმა ნამუშევარი უნდა გადმოგზავნოს ქედის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახის ფეისბუქ გვერდის ჩატში (https://www.facebook.com/profile.php?id=100075460705951) ან ელექტრონულ ფოსტაზე - kedawomensroom@gmail.com

ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, კლასი, სკოლის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია.

გამარჯვებულის გამოვლენა და დაჯილდოება:

  • ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭო წარმდგენილი ნამუშვრებიდან შეარჩევს 3 საუკეთესო ნაშრომს, ეს შესაძლებელია იყოს ესე, ნახატი ან ფოტომასალა, რომელთაგან გამოვლინდებიან თითო-თითო I,II და III ადგილებზე გასული კონკურსის მონაწილეები.
  •  I, II და III, ადგილებზე გასული ავტორები დაჯილდოვდებიან ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ქალთა ოთახის მიერ დაწესებული პრიზებით:

წიგნების მაღაზიის ვაუჩერი; ქალთა ოთახის ბრენდირებული მეხსირებეის ბარათით/აქსესუარებით.

შეფასების კრიტერიუმები:

  • ესეს/ნახატის/ფოტომასალის შინაარსის თემასთან შესაბამისობა;
  • იდეის ორიგინალურად და ლაკონურად გადმოცემის უნარები;
  • დამოუკიდებელი აზროვნება და ზოგადი განათლება;

ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო დღეა; - 2023 წლის 15 მაისი",- აღნიშნული ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს გამოიძიოს ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკა, გააშიშვლონ პატიმარი ქალები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics