17:33 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-25 13:06:45, 1399 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერი ჯანჯღნარის, კენჭისაყარის, კიკიბოს, შუაიეილას, მერიაყელისა და თაგინურის მთებში იმყოფებოდა

შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, მოადგილე გურამ ზოიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კეკელიძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად,  ჯანჯღნარის, კენჭისაყარის, კიკიბოს, შუაიეილას, მერიაყელისა და თაგინურის მთებში იმყოფებოდა.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საზაფხულო იალაღებზე სეზონურად მაცხოვრებელ, ზამლეთის, ჭვანისა და წყალსაყრის თემის მოსახლეობას შეხვდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

ომარ ტაკიძემ, ადგილობრივებს მოახლოებული სახალხო დღესასწაული ,,შუამთობა“ მიულოცა და მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
აღინიშნა, რომ გრძელდება მთების ელექტროფიკაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია, ჯანჯღნარისა და კიკიბოს მთების შიდა ელექტროქსელის რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, მიმდინარე წელს დაიწყება თაგინურის ცენტრის კეთილომოწყობა.ასევე, მერიაყელის მთაში განხორციელდება  წყლის გამანაწილებელი რეზერუარის მოწყობა.
მსგავსი სახის შეხვედრები საზაფხულო იალაღებზე, ეტაპობრივად გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics