06:32 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-04 16:03:26, 1726 ნახვა

რეგიონი
სოფელ სასირეთში, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმამდე მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმამდე მისასვლელ გზაზე ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და ინფრატსრუქტურის სამსახურის უფროსმა აჩიკო გიგოლაშვილმა  დაათვალიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.  

  უწყების ცნობით, ასფალტის დაგებამდე გზაზე, რომლის სიგრძე 750 გრძივი მეტრია მოეწყო რკინა ბეტონის კიუვეტები. გზის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „შარა“ ახორციელებს, ფინანსდება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება        538 000 ლარია. 

"სოფელ სასირეთში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმამდე მისასვლელი გზა ამორტიზირებული და მოუწესრიგებელი იყო. მუზეუმს, რომელსაც მრავალი ვიზიტორი ყავს პრობლემური გზა  დისკომფორტს უქმნიდა.მოწყობილი საგზაო ინფასტრუქტურით ადგილობრივი მოსახლეობაც ისარგებლებს,"- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics