2021-11-16 16:44:37, 1306 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, როლანდ ბერიძემ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, როლანდ ბერიძემ მერის წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა. ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, როლანდ ბერიძემ მათთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა იმ განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც 2022 წლის ბიუჯეტში აისახება და ადგილობრივ მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული.
ამასთანავე, ისაუბრეს სოფლებში არსებულ ვითარებაზე და იმ პრობლემურ საკითხებზე, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას მოითხოვს.
მერის თქმით, მნიშვნელოვანია რომ მომავალ ოთხ წელში თითოეული მოქალაქის ცხოვრების პირობები და ყოველდღიური ყოფა მაქსიმალურად გაუმჯობესდეს, რაშიც თითოეული მერის წარმომადგენლების მხარდაჭერა და ჩართულობა აუცილებელია.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),