2021-05-27 21:56:53, 730 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ ინდური შტამით ინფიცირებულებიდან ორი საქართველოს მოქალაქეა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ ინდური შტამით ინფიცირებულებიდან ორი საქართველოს მოქალაქეა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ინფიცირებული იყო სულ ხუთი პირი, სამი უცხოეთის მოქალაქეა და უკვე დატოვეს ქვეყანა.
„ხუთი ადამიანიდან ორი საქართველოს მოქალაქეა. ხუთივეს აქვს უცხოეთის ქვეყნებში და განსაკუთრებით შუა აღმოსავლეთში მოგზაურობის ისტორია.
შემოსულები იყვნენ საქართველოში მაისის შუა რიცხვებში. ხუთივე ადამიანის კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აქედან სამმა, რომელებიც უცხოელები იყვნენ დატოვეს ქვეყანა, დანარჩენი ორი - საქართველოს მოქალაქეები შესაბამისად იზოლირებული არიან და მათზე მიმდინარეობს მეთვალყურეობა, არიან სახლის პირობებში, დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,