14:44 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 16:25:49, 689 ნახვა

ეკონომიკა
ემზარ ჯგერენაია: „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილება სამართლიანია, თუმცა დაგვიანებული

კომპანია "ყაზტრანსგაზის"  გადაწყვეყილებას, ინვესტიციების დაბრუნებასთან დაკავშირებით სამართლიანად მიიჩნევს ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი ემზარ ჯგერენაია. მისი თქმით, ხელისუფლება მათ საქმიანობაში უხეშად ჩაერია და 2009 წელს კომპანიის მმართველის დანიშვნით უცხოელი ინვესტორის უფლებები დაარღვია.

„ყაზტრანსგაზის" პრეტენზია ძალიან მოულოდნელი იყო და ერთის მხრივ სამართლიანიც, რადგან ძალიან სწრაფად ჩაოაშორეს მმართველობას 2009 წელს „ყაზტრანბსგაზ -თბილისის“ სპეციალური მმართველი. თუმცა ეს პრეტენზია დიდი ხნით ადრე, 6 წლის წინ უნდა ეთქვათ. ახლა ამის თქმა ცოტა უხერხულია. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებით,  „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალური მმართველის დანიშვნით მოხდა ხელისუფლების მხრიდან უხეში ჩარევა.

ყველაფერი სამართლებრივი გზით უნდა გაირკვეს. ხელისუფლების ქმედება  მოლაპარაკებებით შესაძლოა გამოსწორდეს, მათ ამის სურვილი აქვთ“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ემზარ ჯგერენაიამ.

კომპანია „ყაზტრანსგაზში“ მიაჩნიათ, რომ 2009 წელს, "ყაზტრანგაზ-თბილისის" სპეციალური მმართველის დანიშვნით, დაირღვა "ყაზტრანგაზის", როგორც უცხოელი ინვესტორის უფლებები, რადგან დანიშვნის შემდეგ კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისის" საქმიანობაში ფაქტობრივად ვეღარ მონაწილეობს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ "ყაზტრანსგაზ-თბილისში" ჩადებული ინვესტიცია 130 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics