12:18 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-05 15:36:42, 864 ნახვა

რეგიონი
მახოში უფასო სამედიცინო მომსახურება 100-მდე პაციენტს ჩაუტარდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მახოში „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“-ს ექიმებმა უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას მომსახურებას გაუწია: ქირურგმა, ოფთალმოლოგმა, კარდიოლოგმა, ექოსკოპისტმა, თერაპევტმა, ნევროპათოლოგმა და ოტო-რინო-ლარინგოლოგმა. ჩატარდა კარდიოგრაფიული და ექოსკოპიური კვლევები. უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლა 100-მდე პაციენტმა.

აქციის მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე. ნუგზარ სურმანიძემ ექიმებს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა დაგაუხადა. აქციაზე მყოფ მოსახლეობას სამინისტროს მიერ 2016 წელს დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

სამედიცინო აქცია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics