11:03 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-26 12:20:17, 699 ნახვა

ეკონომიკა
ლარის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სპეციალური მონეტა მოიჭრა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ლარის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სპეციალური მონეტა მოიჭრა 
ამის შესახებ ქადაგიძემ ჟურნალისტებს ცენტრალური აზიის, შავი ზღვის რეგიონის და ბალკანეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის 34-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 
როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ეროვნული ვალუტის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბევრი სიურპრიზია დაგეგმილი. 
„ამ დღეებში ლარის 20 წლის იუბილეა. ამასთან დაკავშირებით კონფერენცია არის პირველი ეტაპი იმ ღონისძიებების, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ. მოგეხსენებათ, რომ მოიჭრა სპეციალური მონეტა ამ დღესთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე  დაგეგმილი გვაქვს ძალიან ბევრი სიურპრიზები, უშუალოდ  ფულის ნიშნებთან დაკავშირებით“,-განაცხადა ქადაგიძემ. 
ამასთან, გიორგი ქადაგიძემ ჩინეთის  ეროვნული ბანკის ხელმძღვანელთან ერთად გაფორმებულ მემორანდუმზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მუშაობა სავალუტო სვოპზე ლარს და იუანს შორის იწყება. 
„რეგიონში და მსოფლიოში მთავრი განხილვის თემა ეროვნული ვალუტების გაუფასურებაა.  ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს იმ გამოცდილებას თუ   რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა გაკეთდეს და რა შეიძლება იყოს ყველაზე საუკეთესო გამოსავალი დღეს ამ ვითარებაში. ჩინეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელთან ერთად გავაფორმეთ მემორანდუმი. ეს არის მემორანდუმი, რომლის შემდეგაც  ჩვენ  მუშაობას ვიწყებთ  სავალუტო სვოპზე, ლარსა და იუანს შორის, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაშიც,  ჩვენს ბიზნესსუბიექტებს, ინდმეწარმეებს, ვისაც აქვს სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან, შესაძლებელობა  ექნებათ ძალიან საინტერესო საკრედიტო პროდუქტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. რა თქმა უნდა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ამ მიმართულებით გადაიდგა“,-განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics