11:05 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-24 13:18:44, 658 ნახვა

ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში გუშინ ყურძნის დღეღამური გადამუშავების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გუშინ დღეღამურად  კახეთის რეგიონში ბოლო 25 წლის მანძილზე რეკორდული  რაოდენობის - 6 722 ტ ყურძენი გადამუშავდა.

მათი ცნობით, 24 სექტემბრის 12:00 საათის მონაცემებით, სულ გადამუშავებულია 50 ათას ტონამდე ყურძენი. მათ შორის, 21 ათას ტონამდე რქაწითელი, 22 ათას ტონამდე საფერავი, 1,6 ათას ტონამდე კახური მწვანე და 6,2 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.

"კახეთის რეგიონში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 30 მლნ ლარს მიაღწია.

რთველი შეფერხების გარეშე კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 74 კომპანია, მათ შორის,  სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო.

აქვე, ღვინის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ხარისხიანი ქართული ღვინის წარმოებისთვის, აუცილებელია, რომ გადასამუშავებელი ყურძენი იყოს  სიმწიფეში შესული",-ნათქვამია ღვინის ეროვნულ სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტო მიმართავს კახეთის რეგიონის მევენახეებს, რომ ყურძნის ჩაბარების დროს პრობლემების შექმნისა და რთველის პროცესის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, დაელოდონ ყურძნის საჭირო კონდიციამდე დამწიფებას და ღვინის კომპანიებს  შემდეგ შესთავაზონ ყურძენი ჩასაბარებლად.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics