19:44 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-03 14:45:45, 899 ნახვა

ეკონომიკა
თბილისში ელექტროენერგიის საფასური გაიზარდა

თბილისში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სს “თელასს“ ახალი სამომხმარებლო ტარიფი დღევანდელ საჯარო სხდომაზე  დაუდგინა.

სემეკის გადაწყვეტილებით, დღგ-ს გარეშე, 101 კვტსთ-ის ჩათვლით დენის ფასი, 8.034 თეთრი/კვტსთ-ის ნაცვლად, 11.000 თ/კვტსთ იქნება.101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით, 10.56 თეთრი/კვტსთ-ის ნაცვლად,  14.400 თ/კვტსთ იქნება; 301 კვტსთ-დან  ფასი  14.998 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, 18.200 თ/კვტსთ იქნება.

შეგახსენებთ, "თელასმა" ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სატარიფო განაცხადით 23 ივლისს მიმართა. კომპანიამ სატარიფო განაცხადის წარმოდგენის საფუძვლად,  აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილება, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილი ფასი და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდა დაასახელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics