15:04 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-30 13:21:33, 17036 ნახვა

ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - ზოგიერთ ლაბორატორიაში კოვიდ19-ის რამდენიმე შემთხვევა გაპარულია

ზოგიერთ ლაბორატორიაში კოვიდ19-ის რამდენიმე შემთხვევა გაპარული აღმოჩნდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტორილის ერონული ცენტირის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, დაავადებათა კონტორილის ერონულმა ცენტირმა გარე კონტროლის სისტემა აამოქმედა.

„რაც შეეხება საქართველოს ჩვენ გვაქვს 928 დადასტურებული შემთხვევა 106 000 შესაძლო შემთხვევიდან. დღეს დილისთვის გვაქვს ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა, ერთი აქედან გახლავთ ინფიცირებულთან კონტაქტი და ერთი ტრაილერი მძღოლია. ტრაილერების მძღოლები გახლავთ ბოლო ორი სამი კვირის განმავლობაში მთავარი წყაროა შემოტანილი შემთხვევა. დღემდე დადასტურებულია 30-მდე სატვირთო მძღოლის ინფიცირება. ყოველდღიურად დაახლოებით 400-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლის გამოკვლევა ხდება.

დღემდე ჩატარებული 111 000 PCR ტესტი, ამას ემატება 50 000-მდე სწრაფი ტესტი. გაფართოვდა ტესტირების არეალი და ქვეყანაში ტესტირებას 19 ლაბორატორია აწარმოებს. გარდა ამისა, რომ არ გაგვეპაროს შემთხვევა და იყოს ასეთი შემთხვევები,  გარე კონტროლის სისტემა ავამუშავეთ, სადაც რამდენიმე შემთხვევა აღმოჩნდა ზოგიერთ ლაბორატორიაში გაპარული.

ჯერჯერობით ქვეყანაში კარანტინის რეჟიმი რჩება. ყველა შემოსული პირისთვის ორკვირიანი კარანტინი რჩევება, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics