2020-06-30 11:31:26, 16828 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით ერთი პაციენტია მოთავსებული, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე ინფექციურში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით ერთი პაციენტი მკურნალობს, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა.
მისი თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში ყირიმ-კონგოს 10 შემთხვევაა დადასტურებული.
„ჩვენ ამ ეტაპზე გვყავს მხოლოდ ერთი პაციენტი, რომელიც უკვე გამოჯანმრთელებულია და ალბათ, მალე კლინიკას დატოვებს. საეჭვო ყირიმ-კონგოზე შემოსული იყო რამდენიმე პაციენტი, რომლებთანაც გამოირიცხა აღნიშნული დიაგნოზი და ამ ეტაპზე მათ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინიც დატოვებენ კლინიკას. ფაქტობრივად, აღარ არის ამ ეტაპზე. ჯერჯერობით შემიძლია გითხრათ, ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ 10 დადასტურებული ყირიმ-კონგოს შემთხვევაა დღევანდელ დღემდე“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,