2020-06-25 11:27:09, 15901 ნახვა
ომი უკრაინაში
კოვიდ19-ის 3 ახალი შემთხვევიდან 2 საკარანტინე სივრციდანაა, ხოლო 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია
საქართველოში კოვიდ19-ის 3 ახალ შემთხვევიდან 2 საკარანტინე სივრციდანაა, ხოლო 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.
ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„გუშინდელი მონაცემებით გვყავდა 914 დადასტურებული შემთხვევა, ამ ჯერზეც დაგვემატა მხოლოდ 3 და გვყავს 917 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5-ით გაიზარდა, იყო 771 და და გახდა 776. ამ მონაცემების გათვალისწინებით, დღეს კოვიდცენტრებში 127 პაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება 3 ახალ შემთხვევას, 2 გახლავთ საკარანტინო ზონიდან, ხოლო 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან