2020-06-21 13:14:11, 17882 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ რთულდება, 24 საათში კოვიდ19-ით 7729 ადამიანი დაავადდა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 7729 ადამიანს დაუდასტურდა. დღე-ღამის განმავლობაში ყველაზე მეტი დაავადებული დედაქალაქ მოსკოვში დადასტურდა სულ 968 ადამიანი. პეტერბურგში 549 ადამიანი დავირუსდა.
რუსეთის ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, „კოვიდ-19“ სულ დაუდგინდა 584 680 ადამიანს. ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს 236 858 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ვირუსს ემსხვერპლა 109 ადამიანი. სულ გარდაცვლილია 8 111 პაციენტი.
რუსეთში ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ ხელისუფლებას ვირუსის კონტროლი ხელიდან გაექცა. ამასთან ისინი პრეზიდენტ პუტინს მიმართავენ არ გამართოს "ფაშიზმზე გამარჯვბების" აღნიშვნის აღლუმი და უარი თქვას, საკონსტიტუციო ცვლილებების პლებისციტზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,