16:33 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-11 17:32:10, 7151 ნახვა

სხვადასხვა
ვაკის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში,  სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, რაიონში ერთი საკალათბურთო და ოთხი კომბინირებული მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N10-15 კორპუსების მიმდებარედ კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები მოეწყობა, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N22 კორპუსის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის N2-3 კორპუსების და ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ კი, ფეხბურთის მოედნები განახლდება.

სამუშაოების შედეგად, დაიგება სპეციალური საფარი, ასევე ღობეები, ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები დამონტაჟდება. 

სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციის ღირებულება 423 000 ლარს შეადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics