|
2020-04-09 16:37:25, 6810 ნახვა
ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ჩატარებული 21 ტესტიდან ყველას პასუხი უარყოფითია
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსზე ჩატარებული 21 ტესტიდან ყველას პასუხი უარყოფითი იყო. როგორც მან აღნიშნა, დღეს კორონავირუსზე კიდევ 25 პაციენტის ტესტირებაა მოხდება, რომელთა პასუხებიც ხვალ გახდება ცნობილი. „21 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა შემთხვევაში ნეგატიური პასუხი მივიღეთ. დღეს დაგეგმილია, ასევე, 25 პაციენტს ჩაუტარდეს კვლევა და ხვალისთვის გვეცოდინება მათი კვლევის შედეგები. ჩვენს ზოგიერთ პაციენტს აქვს მაღალი ცხელება, თუმცა განსაკუთრებულად მძიმე პაციენტი არ გვყავს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვყავს 2 მძიმე პაციენტი, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში არიან და მათი მკურნალობა გრძელდება. ასევე გვყავს, 2 COVID დადასტურებული პაციენტი, რომლებიც იმყოფებიან ბოქსებში, მათაც უტარდებათ მკურნალობა. ორივეს აღენიშნება პნევმონია, თუმცა, საბედნიეროდ, არცერთს სუნთქვის მართვა არ სჭირდება“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)