21:28 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-27 16:58:10, 740 ნახვა

ეკონომიკა
ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტიორები, შესაძლოა აქციზისა და იმპორტის გადასახადებისგან გათავისუფლდნენ

ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების იმპორტიორები შესაძლოა, აქციზისა და იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდნენ.

ცვლილებას „საგადასახადო კოდექსი“ ითვალისწინებს, რომლის ინიციატორიც „თავისუფალი დემოკრატები“ არიან.

პროექტის თანახმად, ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემოყვანაზე ის შეღავათები გავრცელდება, რითიც ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების იმპორტიორები სარგებლობენ.

როგორც თავისუფალი დემოკრატების წევრმა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს  განუმარტა, აღნიშნული კანონპროექტს გარემოსდაცვითი დატვირთვა აქვს.

„ეს არის სუფთა ეკოლოგიური, გარემოსდაცვითი ხასიათის კანონპროექტი, რომელიც მოემსახურება გარემოს გაჯანსაღებას. ქვეყანაში ტექდათვალიერება გაუქმებულია აბსოლუტურად პოპულისტური მიზნით, ასევე არის უსაშველო საცობები და სითბური აირების გამოფრქვევა კოლოსალურ მასშტაბებს აღწევს.

3 წლის მანძილზე დაახლოებით 1500 ჰიბრიდული ავტოსაშუალება იყო საქართველოში იმპორტირებული. ვფიქრობ, კანონპროექტი მხარდასაჭერია აუცილებლად“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics