01:54 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-25 10:57:09, 755 ნახვა

სამართალი
შსს-მ მცხეთაში, გეთსიმანიის მამათა მონასტრში, მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანმშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხონში მცხოვრები, 1982 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი ზურაბ ს. ქურდობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გეთსიმანიის მამათა მონასტრის კელიაში შეაღწია, კომპიუტერს და მობილურ ტელეფონს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზურაბ ს. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, მამათა მონასტრიდან დაახლოებით 50 მეტრში, მცხეთაში, აღმაშენებლის ქუჩაზე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთები - კომპიუტერი და მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics