12:03 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-01 10:36:35, 1096 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთმა კრედიტორებს კრიზისიდან გამოსვლის ახალი გეგმა შესთავაზა

საბერძნეთმა ევროპელ კრედიტორებს ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის ახალი გეგმა შესთავაზა.

BBC-ის ცნობით, საუბარია ორწლიან საკრედიტო პროგრამაზე, რომელიც ასევე მოიცავს ქვეყნისათვის ვალის რესტრუქტურიზაციას. 

ევროზონის მინისტრებთან მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ საბერძნეთის შეთავაზებას კრედიტორები განიხილავენ.

გუშინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ საბერძნეთმა დადგენილ ვადაში 1,6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი არ გადაიხადა.

ევროზონის ლიდერების წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც საბერძნეთში მკაცრი რეფორმების გატარებას ითვალისწინებს, ქვეყანაში 5 ივლისს რეფერენდუმი ჩატარდება. რეფერენდუმზე მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, უჭერს თუ არა მხარს ქვეყანაში მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics