2018-03-29 14:00:49, 1403 ნახვა
სამხედრო
სამხედრო-საზღვაო წვრთნები „ზღვის ვარსკვლავი 2018“ ხვალიდან დაიწყება
შავ ზღვაზე საქართველო-თურქეთის სამხედრო-საზღვაო წვრთნები „PASSEX-ი" ხვალიდან დაიწყება.
როგორც "ექსპრესნიუსს" თურქეთის საელჩოდან აცნობეს, სწავლება ემსხურება, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას.
"შავ ზღვაზე დაგეგმილი სამხედრო-საზღვაო წვრთნების „ზღვის ვარსკვლავი 2018"-ის ფარგლებში, 30 მარტიდან - 1 აპრილამდე, ბათუმის პორტში შემოვლენ თურქეთის საზღვაო ძალების გემები: „TCG ფათიჰი„ და „TCG ვოლკანი", ხოლო 2 აპრილს, საქართველოს სანაპირო დაცვის ერთეულებთან ერთად ჩატარდება სწავლება „PASSEX-ი". ბათუმის პორტში ვიზიტი და სწავლება ემსხურება, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას", - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.
ავტორი: ,