13:01 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-27 11:07:56, 1001 ნახვა

სამხედრო
SNGP-ის სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის ინიციატივა დასრულდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის - სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის ინიციატივის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. 

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის ინიციატივა ნატო-საქართველოს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია. ლევან იზორიას განცხადებით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის დროული და ეფექტიანი განხორციელება ეროვნული დონის პრიორიტეტს წარმოადგენს და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას ხელს უწყობს. მან ნატოს მხარესა და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების წარმომადგენლებს პროდუქტიული თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 15 სხვადასხვა ინიციატივას მოიცავს, რომელთაგან ერთ-ერთი სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვა იყო. აღნიშნული პროექტის განხორციელება 2015 წლის სექტემბრიდან დაიწყო. ინიციატივა მოიცავდა ნატოს პროცედურებისა და დაგეგმვის პროცესის დანერგვას ეროვნულ დონეზე სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის მიმართულებით, რაც საქართველოს ნატოსთან თავსებადობას კიდევ უფრო აამაღლებს. პროექტის განხორციელების პროცესში ჩართულები იყვნენ ნატოს ალბანელი და ბელგიელი მრჩევლები. 

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფისა და გენერალური შტაბის შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო მრჩეველები დაესწრნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics