2015-04-22 19:13:05, 497 ნახვა
პოლიტიკა
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოშია
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოშია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბელარუსის პრეზიდენტს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია დახვდნენ.
ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში 10 წლის შვილთან ერთად ჩამოვიდა. საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ლუკაშენკო ქართველ კოლეგას, გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდება.
გარდა ამისა, ბელარუსის პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს საქართველოს პატრიარქთან. ლუკაშენკო ბათუმსაც ეწვევა, სადაც ქალაქების დაძმობილების მემორანდუმს მოეწერება ხელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან