2015-04-22 18:18:52, 333 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ხადური: ათონელის რეზიდენცია სწორედ მარგველაშვილის მითითებებით რემონტდებოდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციაში შესვლაზე თავად იყო წინააღმდეგი და გაუგებარია, ახლა რატომ ამბობს უარს ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენიაში გადასვლაზე.
ამის შესახებ ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ათონელის რეზიდენცია სწორედ გიორგი მარგველაშვილის მითითებებით რემონტდებოდა.
,,ბატონი გიორგი თავად იყო წინააღმდეგი, რომ ავლაბრის რეზიდენციაში შესულიყო. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, დღევანდელი პრეზიდენტის უფლებამოსილება მკვეთრად შემცირებულია და, ამავე დროს, უნდა გითხრათ, რომ ათონელის ქუჩაძე რეზიდენცია სწორედ მარგველაშვილის მითითებებით რემონტდებოდა“,-განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან