2015-04-22 15:21:16, 377 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი: პრეზიდენტს იმხელა სასახლე არ სჭირდება
მიმაჩნია, რომ პრეზიდენტს თავისი კონსტიტუციური ფუნქციებიდან გამომდინარე იმხელა სასახლე არ სჭირდება“,-ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით , ამ საკითხის ირგვლივ ზედმეტი აჟიოტაჟია ატეხილი.
„ზოგადად როგორც მოქალაქე ვუყურებ საკითხს რაციონალობის გათვალისწინებით და მიმაჩნია, რომ პრეზიდენტს იმხელა სასახლე თავისი კონსტიტუციური ფუნქციებიდან გამომდინარე არ სჭირდება. ზედმეტი აჟიოტაჟია შექმნილი თითქოს ვიღაცა პრეზიდენტს ხელს უგრიხავს, რაც უბრალოდ არასერიოზულია იმდენად, რამდენადაც თავისთავად ცხადია მისი ნების გარეშე არაფერი არ მოხდება“,-განაცხადა სესიაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან