12:51 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 15:00:15, 352 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: გვაქვს რესურსები, რომლებიც გამოუყენებელია

„საქართველოს რეგიონებში გვაქვს რესურსები, რომლებიც გამოუყენებელია. ეს დაუშვებელია“, –ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუდაურში ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ საქართველოში არსებული რესურსები მაქსიმალურად და გონივრულად იყოს ათვისებული, ამაში მთავრობას ბიზნესის თანადგომა სჭირდება. 

 „ჩვენი მთავარი ამოცანაა, რეგიონებში უფრო მეტი აქტივობა იყოს, უფრო მეტი ჩართულობა ადგილობრივი ხელისუფლების, ადგილობრივი მოსახლეობის, მეტი სამუშაო ადგილები შევქმნათ და რაც მთავარია, ცენტრალური მთავრობა მზად ვართ, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოგიჩინოთ ბიზნესის კეთების პროცესში, მაქსიმალურად გაგიადვილოთ ის პროცესები, რომლებიც შესაძლოა იყოს შემაფერხებელი, ვგულისხმობ ბარიერებს, რომლებიც წარმოიქმნება რაღაც გაუგებარი ბიუროკრატიის შემთხვევაში. საქართველოს რეგიონებს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გვაქვს ჩვენი რესურსები, რომელიც გამოუყენებელია. ეს არის ყოვლად დაუშვებელი.  ეს რესურსები უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეფექტიანად და გონივრულად. ამაში რა თქმა უნდა მთავრობას ბიზნესის თანადგომა სჭირდება. ჩვენ ერთიანი ძალებით უნდა მოვახდინოთ ამ რესურსების ათვისება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics