2017-06-29 12:26:08, 1974 ნახვა
საზოგადოება რეგიონი
29 ივნისის ღამის საათებში კახეთის შვიდ რაიონში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 29 ივნისს ღამის საათებში კახეთის შვიდ რაიონში დასავლეთიდან შემოსული 205 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც 40 ერთეული რაკეტა გაისროლეს.
რეგიონში ღრუბლის მასებმა შემოსვლა დასავლეთი მიმართულებიდან 28 ივნისის საღამოს 11:30 საათიდან დაიწყო და ეტაპობრივად მოიცვა საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის, ახმეტის, ლაგოდეხის, სიღნაღის და ყვარლის რაიონები.
კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 30 მმ იყო. ღამის 2:00 საათიდან 3:00 საათამდე ღრუბლები 40 ერთეული რაკეტით დამუშავდა.
დამუშავების შედეგად აღნიშნულ რაიონებში ნალექის უდიდესი ნაწილი ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან