2015-04-17 10:59:52, 328 ნახვა
პოლიტიკა
რაულ ხაჯიმბა: აფხაზეთი სხვა ქვეყნის შემადგენლობაში შესვლას არ აპირებს
„აფხაზეთი არ აპირებს სხვა ქვეყნის შემადგენლობაში შესვლას“,-ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მოსკოვში, აფხაზურ დიასპორასთან შეხვედრისას განაცხადა.
ხაჯიმბას თქმით, აფხაზეთი იყო, არის და იქნება დამოუკიდებელი.
„აფხაზეთი არ აპირებს სხვა ქვეყნის შემადგენლობაში შესვლას. აფხაზეთი იყო, არის და იქნება დამოუკიდებელი, მას ათასობით მსხვერპლი იმისთვის არ გაუღია, რომ დამოუკიდებლობაზე უარი თქვას“,-განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.
ცნობისთვის, ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთის ფედერაციასთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებას გასულ იანვარს ხელი მოაწერა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან