2017-05-12 14:41:24, 858 ნახვა
რეგიონი
მოსკოვსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის საპენსიო „შეთანხმება“ ამოქმედდა
მოსკოვსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის საპენსიო „შეთანხმება“ ამოქმედდა, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, დე-ფაქტო შეთანხმება ე.წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების საპენსიო უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
მედიის ცნობით, ე.წ. შეთანხმება გასული წლის 25 ნოემბერს გაფორმდა.
როგორც "სპუტნიკ-ოსეტია' წერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა და რუსეთში სამხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩმა ზნაურ გასიევმა შეთანხმების სარატიფიკაციო სიგელები გაცვალეს.

აღსანიშნავია, რომ შესაბამისი ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან