18:57 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 10:31:14, 390 ნახვა

პოლიტიკა
მარგოტ ვალსტრომი: ჩვენ მხარდასაჭერად ჩამოვედით, მაგრამ მოთხოვნებიც გვაქვს

"ჩვენ მხარდასაჭერად ჩამოვედით, თუმცა ცოტა რთულად დგას საკითხი იმიტომ, რომ ჩვენ მოთხოვნებიც გვაქვს“, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრომმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქართველ, დანიელ და პოლონელ კოლეგასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეს გახლავთ ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში მინისტრის რანგში. ჩვენ ჩამოვედით მხარის დასაჭერად, თუმცა ცოტა რთულად დგას საკითხი იმიტომ, რომ ჩვენ მოთხოვნებიც გვაქვს. რეფორმების პროცესი არის აუცილებელი ევროინტეგრაციისათვის. ჩვენ უნდა გავიხედოთ მომავალში, ვიდრე წარსულში და უნდა გააგრძელოს საქართველომ ყველა ის მნიშვნელოვანი ძალისხმევა და შექმნას დემოკრატიული, გამჭვირვალე ინსტიტუციები, რომლებიც იქნებიან პასუხისმგებელი ხალხის, ერის წინაშე. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სასამართლო სისტემაში რეფორმას და ჩემმა ყველა კოლეგამ ხაზი გაუსვა ამას. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისათვის. შვედეთს საკმაოდ ხანგრძლივი და ძალიან კარგი თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოსთან. ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის გვერდით დგომას და დაგეხმარებით თქვენი მიზნების ასრულებაში", -  განაცხადა მარგოტ ვალსტრომმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics